ლალი დათეშიძე, სამკურნალო საშუალებათა აღწერის სტანდარტები.  (პარაგრაფი წიგნიდან ,,ფარმაცია”)
პრეპარატების ოფიციალური, ავტორისეული და სარეკლამო აღწერები
პრეპარატების “წიგნის ავტორისეული” აღწერები. ცნობარებში, სახელმძღვანელოებში, სხვადასხვა წიგნებში სამკურნალო პრეპარატებს ავტორები აღწერენ იმ სტრუქტურითა და ფორმით, რომლებიც მათ იდეის გადმოცემის თვალსაზრისით მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ერთმა ავტორმა, პრეპარატის აღწერისას, შეიძლება ყურადღება გაამახვილოს ერთ ასპექტზე, მეორემ მეორეზე და ა.შ. ეს ბუნებრივია, რადგან ავტორს არ შეუძლია მოიცვას პრეპარატის ყველა ასპექტი, ხშირად ცენტრალური, ავტორისეული აზრის ან იდეის გადმოსაცემად, ავტორს პრეპარატის სრული აღწერის გადმოცემა არც სჭირდება. Read the rest of this entry »